Monday, May 20, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება:
    ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველი ღმერთი- ვულკანი.
2. პროექტის მთავარი იდეა:
           მოსწვლეები გაეცნონ ვულკანის ამოფრქვევის შედეგებს,კრატერებს,ხანძრის
      შედეგად დაზიანებულ გარემოს.თავად შექმნან ვულკანი.
3.  პროექტის აქტუალობა:
           პროექტზე მუშაობისას მოხდება მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების
      გაღვივება,მოტივაციის ამაღლება.ისწავლიან საკუთარი აზრების გამოკვეთას,
      განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების,დახარისხების და კვლევის უნარები.
4.   პროექტის მიზნები:
               პროექტის მონაწილეებმა ისწავლონ პრობლემების დანახვა,შეძლონ მისი
       ანალიზი,გამოიმუშაონ ჯგუფში მუშაობის ჩვევა,იცოდნენ რა მოსდევს ვულკანის
       ამოფრქვევას,როგორი სახის ვულკანები არსებობს,სად ხდება ვულკანის ამოფრქვევა,
       როგორ წარმოიშვება ვულკანი,როგორ ზემოქმედებს ვულკანი გარემოზე,რამდენ
       მდგომარეობაში არსებობს ვულკანი.
5.   მონაწილეთა ასაკი:
       13-14 წელი
6.   ვადები/ხანგრძლივობა:
       5 დღე

7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
                მოსწავლეები მიიღებენ გარკვეულ თეორიულ ცოდნას ვულკანის შესახებ.
        ისწავლიან ინტერნეტიდან მასალების მოძიებას, შექმნიან ფოტო და ვიდეო მასალას.

8.    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
              ფოტოაპარატი,პროექტორი,პოლიეთილენის პარკი,თიხა-მიწა,სინჯარა,სოდა,
        ძმარი,წყალი,კალამი,რვეული.....

9.    პროექტის მსვლელობა:
              მოსწვლეებთან ვსაუბრობ ვულკანის ამოფრქვევაზე,ვსვავ კითხვებს-თუ რამდენი
        სახის ვულკანი არსებობს,ვსაუბრობ ვულკანის მნიშვნელობაზე,ვაცნობ ვულკანის
        სახელწოდებას,წარმოდგენას ვუქმნი თუ რომელ მხარეშია საშიში ვულკანები და რა
        საშიშროებას შეუქმმნის მოსახლეობას,რამდენად ხშირია ვულკანის ამოფრქვევა.
        მოსწავლეებს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია ვულკანების ამოფრქვევის შესახებ და
         თან დაურთონ სურათები,აუდიო ფირები.
10.   საგნებთან/საგნომრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
             საბუნებისმეტყველო საგნებთან- ბიოლოგია,ფიზიკა.
11.    პროექტის ხელმძღვანელი:
          ნინო სისაური
12.     ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
           ninosisauri7777@gmail.com
13.       პროექტის ვებ-გვერდი:
           sisauri.blogspot.com